აზერბაიჯანში 2015 წლიდან მიმდინარეობს საპილოტე პროექტი, რომელიც ბავშვთა სქესობრივ განათლებას ეხება საგანმანათლებლო დაწესებულებებში.
ახალგაზრდები ცოდნას აღნიშნული საკითხის შესახებ ძირითადად ინტერნეტის საშუალებით იღებენ, ოჯახის წევრებთან საუბარი უჭირთ, ერიდებათ, ამიტომ ხშირად არ იციან არათუ რა ხდება გარდატეხის პერიოდში, არ აქვთ ინფორმაცია სექსუალური ძალადობისა და შევიწროების შესახებ.
Maydan TV-ის მიერ მომზადებულ
სახალხო გამოკითხვაში ახალგაზრდები (და არა მარტო) ამბობენ, რომ საჭიროა სქესობრივი განათლების საკითხების განხილვა სკოლაში, რომ ამაზე საუბარი არ უნდა იყოს ტაბუ, რადგან მოზარდების მიერ, დამოუკიდებელი გზებით მიღებული ინფორმაცია ხშირად არასანდოა.
აზერბაიჯანი მუშაობს ახალ კურიკულუმზე, რომლის მიზანი ნაადრევი ფეხმძიმობებისა და სელექციური აბორტების რაოდენობის შესამცირება იქნება. ეს პრობლემები განსაკუთრებით რაიონებში დგას. ახალი პროგრამა, აზერბაიჯანში, საბჭოთა კავშირის შემდგომ პერიოდში, პირველი სქესობრივი განათლების სასწავლო გეგმა იქნება. განათლების სამინისტრო საგნის შეტანას სკოლებში 2019 წლიდან გეგმავს.